Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო": მოქალაქეთა ნაწილი სიძულვილის, ძალადობისა და შიშის ქვეშ ცხოვრობს


ოპოზიციური პარტია "ვეროპული საქართველო" 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს დღემდე სიძულვილის, ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება და რომ "ყველა წესიერი ადამიანის ვალია, წინ აღუდგეს ძალადობას და დაიცვას თანამოქალაქეთა უფლებები".

"სამწუხაროდ, დღემდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ და არ მოახერხა ამ მიმართულებით იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. ხოლო ივანიშვილის გუნდი, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ისე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მფარველობს მოძალადე ჯგუფებს და საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს. 2013 წლის 17 მაისის დარბევის დაშვება და მოძალადეთა დაუსჯელობა ამის ნათელი დასტურია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"ევროპული საქართველო" ასევე წერს, რომ მოძალადეთა აბსოლუტური უმრავლესობა პროპუტინურ ძალებს მიეკუთვნება, ხოლო მათ უკან, როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად, რუსეთი დგას.

"ყველა დემოკრატიული და ღირსეული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ამოცანაა, გაერთიანდეს როგორც ქვეყნის შიგნით პიროვნული თავისუფლების, ისე მთლიანად საქართველოს თავისუფლების დასაცავად", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG