Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 პაციენტი


საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 432-მდე მოიმატა.

დღეს დილით დადასტურდა ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 701-მდე გაიზარდა. ამჟამად კლინიკებში მკურნალობენ 257 პაციენტს, რომლებსაც კოვიდინფექცია დადასტურებული აქვთ.

დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3890 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

XS
SM
MD
LG