Accessibility links

პარიზში დააკავეს ფელისენ კაბუგა, რუანდის გენოციდის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი


პარიზის გარეუბანში 16 მაისს სამართალდამცველებმა დააკავეს რუანდის 1994 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს, ტუტსების გენოციდის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული და იდეოლოგი, ფელისენ კაბუგა, რომელიც მსოფლიოს 10 ყველაზე უფრო საშიშ ძებნილთა სიაში იმყოფებოდა.

კაბუგა, რომელზეც გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა, გაყალბებული დოკუმენტებით ცხოვრობდა პარიზის გარეუბანში. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ 84 წელს მიტანებული კაბუგა დააპატიმრა კარგად კოორდინირებული და გასაიდუმლოებული ოპერაციის შედეგად.

ფელისენ კაბუგა, „ათასი ხოლმის თავისუფალი რადიო და ტელევიზიის“ ხელმძღვანელი, ეთერით ავრცელებდა ეთნიკური ტუტსების ხოცვა-ჟლეტის მოწოდებებს და ხელმძღვანელობდა ასევე ნაციონალური თავდაცვის ფონდს, რომელიც დაკავებული იყო საბრძოლო რაზმებისათვის იარაღის შესაძენი თანხების შეგროვებით.

გავრცელებული ცნობით, კაბუგა ექსტრადირებული იქნება ჰააგაში. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუანდის შესახებ საერთაშორისო ტრიბუნალმა 2015 წელს დაასრულა მუშაობა, კაბუგას საქმეს „საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალების დანაშთი მექანიზმი“ (IRMCT) განიხილავს.

გაეროს თანახმად, რუანდის გენოციდის დროს 800 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესწილად ეთნიკური ტუტსი იქნა მოკლული ეთნიკური ჰუტუ ექსტრემისტების მიერ. ხოცვა-ჟლეტა დაიწყო 1994 წლის 6 აპრილს - ეთნიკურად ჰუტუ პრეზიდენტის, ჟუვენალ აბიარიმანას მკვლელობიდან ცოტა ხანში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG