Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ სურმანიძე სოხუმის ე.წ. მერის მოადგილედ დანიშნეს


სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბესლან ეშბამ ავთანდილ სურმანიძე კოლექტივს დღეს წარუდგინა, - იტყობინება სოხუმის მერიის პრესსამსახური.

„კომუნალურ მეურნეობაში სამუშაო გამოცდილების მქონე კაცი, სამამულო ომის ვეტერანი, წესიერი ადამიანი. იმედია, მასთან ერთად ეფექტურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ეშბამ სურმანიძის წარდგენისას.

გამოცხადებული ნდობისთვის ავთანდილ სურმანიძემ მერის მოვალეობის შემსრულებელს მადლობა გადაუხადა.

„სოხუმი მცხოვრებთათვის კომფორტული უნდა იყოს. იმედია, ნდობას გავამართლებ“,- განაცხადა სურმანიძემ.

სოხუმის დე ფაქტო მერიის პრესსამსახურმა ავთანდილ სურმანიძის ბიოგრაფიაც გამოაქვეყნა. ის 1967 წლის 11 ნოემბერს დაიბარა. 1984 წელს დაამთავრა მოსკოვის # 2 სკოლა. მსახურობდა საბჭოთა არმიაში.

„აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აღმოსავლეთის ფრონტზე „კასკადის“ დაჯგუფებაში. 2008 წელს აქტიურად მონაწილეობდა კოდორის ხეობის გათავისუფლებაში“,- ნათქვამია განცახდებაში.

გასულ კვირაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოსამართლე ქართველი ნათესავების გამო არ აირჩიეს. ე.წ. უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ ჯემალ გოგიას კანდიდატურის განხილვისას მას საქართველოში მცხოვრებ ნათესავებზე ჰკითხეს და მოსამართლეობაზე უარი უთხრეს.

XS
SM
MD
LG