Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 1,5 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა


აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა მილიონნახევარი ადამიანი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 19 მაისისთვის საერთო რიცხვმა 1 528 568-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელებულია 289 392. აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილია 91 921 ადამიანი.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზე რჩება ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობით.

გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზე რუსეთია, სადაც ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევები 300 000-ს უახლოვდება, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 837-ია. რუსეთში არ წყდება დავა იმის შესახებ, არის თუ არა სტატისტიკური მონაცემები ხელოვნურად შემცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG