Accessibility links

მე-12 კლასელებმა სკოლა დაამთავრეს


საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დღეს, 20 მაისს დასრულდა.

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქართველოში სკოლები 2 მარტიდან დაიხურა და მოსწავლეეები და პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. 15 მაისს, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა არ გამორიცხა, რომ გამოცდებს ივლისის ნაცვლად აგვისტოში დანიშნავენ. მინისტრის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის მიხედვით მიიღებენ.

2020 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG