Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კემბრიჯის უნივერსიტეტში 2020/2021 აკადემიურ წელს ლექციები დაუსწრებლად ჩატარდება


კემბრიჯის უნივერსიტეტმა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, უარი თქვა 2020/2021 აკადემიურ წელს დასწრებით სწავლებაზე. ამის შესახებ 20 მაისს იტყობინება უნივერსიტეტის გამოცემა Cambridge Independent-ი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებაზე დაყრდნობით.

ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ონლაინგანათლება მარტში დაიწყო. ეს მეთოდი პანდემიის გამო იქნა შემოღებული. წელს გამოცდები ონლაინრეჟიმში ჩატარდება. მომავალ წელს ინტერნეტში ჩატარდება ყველა ლექცია, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას ისეთი მეცადინეობისთვის, რომელიც მცირე ჯგუფებში ტარდება. ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცირების ნორმები.

კორონავირუსის პანდემია სამუდამოდ შეცვლის მსოფლიოში განათლების ბაზარს, აღნიშნავს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ეპიდემიის გამო სკოლების დახურვა მილიარდ ორასი ათას ბავშვს შეეხო. უნივერსიტეტები იძულებული გახდნენ, მასობრივად გადასულიყვნენ ონლაინსწავლებაზე.

XS
SM
MD
LG