Accessibility links

გამყრელიძე: ვემზადებით სტომატოლოგების გადამზადებისთვის, რომ ნიმუშები თვითონ აიღონ


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე დღეში დაიწყება სტომატოლოგების გამოკვლევა COVID-19-ზე. როგორც ის ამბობს, იგეგმება სტომატოლოგების გადამზადება, იმისთვის, რომ მათ თვითონ აიღონ COVID-19-ისთვის ნიმუშები. „მიმდინარეობს სტომატოლოგთა ასოციაციებთან მოლაპარაკება“, - თქვა გამყრელიძემ „ფეისბუკზე" პირდაპირ ეთერში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე, ამბობს, რომ იგეგმება ფარმაცევტების ტესტირება. მისი თქმით, სტომატოლოგებსა და ფარმაცევტებს მჭიდრო შეხება აქვთ ადამიანებთან.

„მაღალი რისკის ზონებში უკვე ჩატარდა მაღაზიის გამყიდველთა და ფარმაცევტების გამოკვლევა, მაგალითად, მარნეულში. საბედნიეროდ, ყველა უარყოფითია“, - თქვა გამყრელიძემ.

20 მაისის 19:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 713 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 475, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG