Accessibility links

22 მაისის შემდეგ კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება - გახარია


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად გაუქმდება კომენდანტის საათიც. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ეს იმას ნიშნავს, რომ 23 მაისის დადგომასთან ერთად შესაძლებელი იქნება ქუჩაში გამოსვლა ღამის სააათებში (21:00-დან 06:00 საათამდე).

მისი თქმით, აუცილებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების მიუხედავად, ზოგიერთი შეზღუდვა მაინც შენარჩუნდეს. შესაბამისი კანონის მიღებაზე საქართველოს პარლამენტი უკვე მუშაობს.

ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG