Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს მიმართავენ ვეტო დაადოს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს


„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. ფრაქცია მოითხოვს, რომ მან პირველად გამოიყენოს ეს უფლებამოსილება და საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს.

„ერადერთი გამოსავალი გვრჩება, მოვილაპარაკეთ ფრაქციაში და ვფიქრობთ, რომ ამ პროცესის გაგრძელებას მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ ხელი. ამიტომ გვაქვს შემდეგი ოფციები და წინადადებები. ჯერ ერთი არ ვიცით, რატომ არის ასე სასწრაფოდ მისაღები ეს ცვლილება; ეს ნამდვილად არის ისეთი ცვლილება, რომ მას ამ დარბაზში უნდა წარმოადგენდეს პრემიერ-მინისტრი და არა კომიტეტის თავმჯდომარე. თუკი პრემიერ-მინისტრი აქ აპირებს მობრძანებას უახლოეს დღეებში, მე შემოგთავაზებდით, რომ კენჭისყრა პირველი მოსმენით გადავდოთ და ყველა ეს შეკითხვა პირდაპირ აქ დავუსვათ პრემიერ-მინისტრს. შეიძლება, მან უფრო დაგვარწმუნოს იმაში, რომ ამ კანონის მიღება აუცილებელია.

ამას გარდა მე ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაცები უკვე წინასწარ არის შეთანხმებული და ძალიან არ მინდა ამაზე ვიფიქრო. ჩვენ, კოლეგებმა მოვითათბირეთ აქ და ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება. მანამდე ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომ პირველად თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მისცეს საშუალება ამ კანონს, რომ ის იყოს აღსრულებაში მოყვანილი. არცერთ შემთხვევაში. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან გამოიყენოს ეს უფლებამოსილება და არ მისცეს ამ კანონს მსვლელობა“, - თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თუ ამისთვის პრეზიდენტს დასჭირდება დამატებითი არგუმენტები, დეპუტატები მზად არიან მასთან შესახვედრად.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების პროექტი,

რომლის თანახმად, აღმასრულებელ ორგანოს უფლება ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდოს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში და პარლამენტის მხარდაჭერით.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

დაგეგმილ ცვლილებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, „პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს”.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG