Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე: ოპონენტებს უნდათ საგანგებო მდგომარეობა დარჩეს და ხალხში უკმაყოფილება გაიზარდოს


საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მათ ოპონენტებს საარჩევნო პროცესი არ უნდათ და ამისთვის ეწინააღმდეგებიან საზოგადობრივი ჯანდაცვის კანონში შესატან ცვლილებებს. ამის შესახებ მან ამ კანონის მოსმენის დროს პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

"თითოეულ მათგანს უნდა, ზოგმა ვერ დამალა და თქვა, რომ დავტოვოთ საგანგებო მდგომარეობა, რომ უკმაყოფილება დარჩეს ხალხში და შემდეგ ხელი გაიშვირონ ხელისუფლებისკენ", - თქვა ხუნდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპონენტებს ეშინიათ, ხელისუფლებამ წარმატებით არ მართოს ვითარება და საზოგადოების მხრიდან კეთილგანწყობა არ მოიპოვოს:

"იცით, რომ ამომრჩეველი, რომელიც უკმაყოფილო იყო სხვადასხვა მიზეზების გამო, დღეს არის ძალიან დიდ ნაწილში კმაყოფილი, რომ ხელისუფლებამ ასეთ მძიმე ვითარებაში სწორად მართა და მინიმალურია დანაკარგები".

საქართველოს პარლამენტი "ჯანმრთელობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული სახით განიხილავს. მთავრობას უნდა, რომ ხვალ, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მას კვლავ ჰქონდეს ბერკეტი, რომლითაც შეზღუდავს რიგ უფლებებს.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG