Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა ტერორიზმთან დაკავშირებულ აქტად განიხილება


აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო ტერორიზმთან კავშირის მქონე აქტად განიხილავს ტექსასში, სამხედრო-საზღვაო ძალების საავიაციო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას.

21 მაისს, შეიარაღებულმა პირმა ავტომანქანით სცადა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრა, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მიერ ბარიერის აღმართვის შემდეგ კი, ავტომობილიდან გადმოვიდა და ცეცხლი გახსნა. დაიჭრა ერთი სამხედრო. თავდამსხმელი ბაზის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

ფედერალური საგამოძიებო ბიურო თავდასხმის სავარაუდო მოტივს არ ასახელებს და ჯერჯერობით არც იმას განმარტავს, რის საფუძველზე მიიჩნევს ინციდენტს ტერორიზმთან კავშირის მქონე აქტად. გამომძიებლები ეძებენ მეორე პირს, რომელსაც სავარაუდოდ, კავშირი აქვს სამხედრო ბაზაზე თავდასხმასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG