Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა. კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 721-დან 723-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 10 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 495-ია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 279-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

22 მაისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 3614 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 316.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG