Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება მისცა


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მთავრობას კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეუძლია. კანონპროექტს 81 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგი არავინ იყო.

ახლა უკვე დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭიროა.

ამ კანონით მთავრობას უკვე ექნება უფლება, ხვალიდან 54 დღის განმავლობაში, 15 ივლისის ჩათვლით დააწესოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილების შესახებ.

პრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აღარ გეგმავდა. თუმცა სურდა, რომ 22 მაისის შემდეგ კვლავ ჰქონდოდა რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აღარ დასჭირებოდა.​

ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. უმრავლესობა მსგავსი რეგულაციის განუსაზღვრელი ვადით ჩადებას ფიქრობდა, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ კონკრეტული ვადის ჩადების შესახებ თქვეს.

ამავე თემაზე: შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად რჩება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG