Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ დააჩქარებს თალიბი ტყვეების გათავისუფლებას


თალიბების გათავისუფლების პროცესი, 5 მაისი, 2020
თალიბების გათავისუფლების პროცესი, 5 მაისი, 2020

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ 24 მაისს პირობა დადო, რომ დააჩქარებს ტყვეობაში მყოფი თალიბების გათავისუფლებას ექსტრემისტების პასუხად, რომლებმაც შაბათს სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს მუსლიმთა წმინდა რამადანის თვის დასრულებასთან დაკავშირებით.

23 მაისს თალიბანმა გამოაცხადა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა. მალევე ამას მოჰყვა აშრაფ ღანის ბრძანება უსაფრთხოების ძალებისადმი, რომ დაიცვან დროებით ზავი.

„როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ ნაბიჯს წინ - მე ვაცხადებ, რომ უფრო დავაჩქარებ თალიბ ტყვეთა გათავისუფლებას“, - განაცხადა ღანიმ ერისადმი მიმართვაში, რომელიც იდ-ალ ფიტრის (ურაზა-ბაიარამის) დღესასწაულთან დაკავშირებით გააკეთა.

ავღანეთის პრეზიდენტმა კვლავ დაბეჯითებით მოუწოდა თალიბანს, რომ გაათავისუფლონ ტყვეობაში მყოფი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.

ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის ტყეების გაცვლის საკითხის ბოლომდე მიყვანა მნიშვნელოვანი ნაწილია იმ საერთო-ავღანური საშვიდობო პროცესისა, რომელსაც თებერვლის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმებით.

ქაბულმა უნდა გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი 5000 თალიბი, ხოლო თალიბანმა - 1000 ავღანელი ჯარისკაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG