Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჯერჯერობით იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მოსალოდნელია პატიმართა გათავისუფლება


თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, როგორც ჩანს, უკვე მეორე დღეა დაცულია, იმ ფონზე, როცა მთავრობა ემზადება პატიმრობაში მყოფი 2000-მდე მეამბოხის გასათავისუფლებლად.

თალიბანი გამოვიდა სამდღიანი ზავის შეთავაზებით, რომელიც 24 მაისს ამოქმედდა, მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულების აღსანიშნავად - რასაც მყისიერად მიესალმა მთავრობა და საპასუხოდ განაცხადა, რომ გაათავისუფლებს ექსტრემისტ პატიმრებს.

თალიბანმა და აშშ-მა თებერვალში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიზანია დასრულდეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო ქმედება. შეთანხმება შეიცავს დროში გაწერილ გეგმას, როდის უნდა გავიდნენ აშშ-ის სამხედროები ავღანეთიდან, და ამის სანაცვლოდ თალიბანი უსაფრთხოების მხარდაჭერის პირობას დებს. შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ ქაბულმა უნდა გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000 პატიმარი, ხოლო ექსტრემისტებმა უნდა გაუშვან 1000 დაკავებული პირი. მოელიან, რომ ამ ნაბიჯებმა გზა უნდა გაუხსნას ავღანეთის შიგნით მოლაპარაკებების დაწყებას.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს თალიბანთან, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად.

XS
SM
MD
LG