Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მეგობარ ხალხს გულთბილად ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს. ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას უსურვებენ.

საქართველოს უკრაინიდან ელჩი დროებით გაწვეული ჰყავს. თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციისთვის გამოიძახეს მას შემდეგ, რაც 7 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სამშობლოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

კიევში ელჩის დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 25 მაისს, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკვირდება უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და ამის მიხედვით გადაწყდება ელჩის დაბრუნების თარიღი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG