Accessibility links

შესაძლოა, პარლამენტმა "სითი პარკის" ჯარიმები გააუქმოს


საქართველოს პარლამენტში "სითი პარკის" გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერის კანონპროექტი დარეგისტრირდა. იდეის ავტორი პარლამენტი ოთხი დეპუტატი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა და კობა ლურსმანაშვილი არიან.

დეპუტატების ინფორმაციით, დაგროვებული ჯარიმები, საურავებთან ერთად, დაახლოებით, 850 ათასი ლარია.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს, რომელიც სითი პარკმა, თბილისის მერიასთან ხელშეკრულების გაწყვეტამდე, ჯარიმა გამოუწერა, გაუქმებულად ჩაითვლება. შეწყდება ყველა იმ საქმის აღსრულებაც, რომელიც აღსრულების ბიუროს გადაეცა.

თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG