Accessibility links

წერეთელი გახარიას: დამისახელეთ ქვეყანა, სადაც ჯარიმა მინიმალური ხელფასის თხუთმეტმაგი ოდენობაა


გიგი წერეთელი

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასათვის კითხვით მიმართვისას განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კარგ შედეგად ვერ ჩაითვლება მხოლოდ ვირუსის გავრცელების შემცირება მაშინ, როდესაც ამ მიზნით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციულია და მოსახლეობა და ეკონომიკა დაზიანდა:

„იმ ინდიკატორებით, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, რომ ხალხს არ მიუღია ჯერ პრაქტიკულად არანაირი დახმარება, თქვენ ახსენეთ ისიც, რომ გადაადგილების თავისუფლება იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში და რა ვიცი, მე მგონი, კომენდანტის საათიც იყო და ეს ძალიან სერიოზული შეზღუდვა იყო, ასევე გთხოვთ დამისახელოთ ქვეყანა, სადაც კომენდანტის საათის დარღვევისთვის პირველივე ჯერზე თხუთმეტმაგი ჯარიმა არის საარსებო მინუმუმის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დღეს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მოქალაქეებისთვის დაკისრებული 3000-ლარიანი ჯარიმის ჩამოწერას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე გამოვიდა ანგარიშით, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG