Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუმთავრებელი ბინების მფლობელებს მერიაში განცხადების შეტანის ვადა გაუხანგრძლივდათ


დაუმთავრებელი მშენებლობის ხელშეწყობის დროებითი ღონისძიებებით სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდება 1 წლით და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს პროგრამა გასცდეს თბილისის მუნიციპალიტეტს და შეეხოს საქართველოს რეგიონებსაც, - ამის შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე, რომელიც დეველოპერულ სექტორს შეეხება.

დაუმთავრებელი მშენებლობის ხელშეწყობის დროებითი ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 2019 წლის მაისიდან დაიწყო დაკმაყოფილდა დაახლოებით 4 ათასი ადამიანი. ამ დროის განმავლობაში მერიაში 30 განაცხადის შევიდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაახლოებით 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც „სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ვიზუალურად“ ასევე ის პრობლემაა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბინების მიღებას ვერ ახერხებენ.

„ასეთი იყო მაგალითად სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ, იგივეა „ოლიმპიური ვარსკვლავი “ და იგივე „ცენტ პოინტის“ მიერ დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახები, ჩვენ ყველას მაქსიმალურდ დავეხმარებით“, - განაცახადა კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG