Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაძალადევის რაიონში მერიამ მოქალაქეებს უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი მოსთხოვა


თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ მოქალაქეებს უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი მოსთხოვა. მერიის წარმომადგენლები ადგილზე დღეს, 28 მაისს მივიდნენ.

მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოქალაქეებმა სახელმწიფო მიწაზე, რომელიც რეკრეაციულ ზონას განეკუთვნება, სახლები უკანონოდ ააშენეს.

"კანონის ფარგლებში რისი დახმარებაც შეიძლება, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით - შეხვედრის უფლება იქნება თუ სოციალური... [დემონტაჟის გარდა] ამ ტერიტორიაზე კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს", - განმარტა მან.

იქ მცხოვრები ადამიანები მერიისგან იმ მიწის მიყიდვას ითხოვენ, რომელზეც სახლები ააშენეს. თბილისის მერი, კახა კალაძე კი აცხადებს, რომ ადგილობრივებს შენობების დასაშლელად გონივრული ვადა მიეცემათ.

"უკანონოდ მიწების მითვისება და იქ მშენებლობა კანონით არის შეზღუდული. ჩვენი სამსახურები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად", - თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG