Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის ყოფილი მერი ირანის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს


ირანის პარამენტის ახალი სპიკერი, მოჰამად ბაღერ ღალიბაფი 28 მაისს არჩევის შემდეგ
ირანის პარამენტის ახალი სპიკერი, მოჰამად ბაღერ ღალიბაფი 28 მაისს არჩევის შემდეგ

თეირანის ყოფილი მერი აირჩიეს ირანის ახალ პარლამენტის თავმჯდომარედ. საკანონმდებლო ორგანოს ისლამურ რესპუბლიკაში მკაცრი ხაზის მომხრე დეპუტატები აკონტროლებენ.

მათ მიერ სპიკერადარჩეული მოჰამად ბაღერ ღალიბათი ადრე, დედაქალაქის მერობამდე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური იყო და სამჯერ წარუმატებლად მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. მან ხმების უმრავლესობა თებერვლის არჩევნებში, რომელშიც ძალიან მცირე რაოდენობის ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, თეირანისგან მიიღო.

ითვლება, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ ლოიალობამ განაპირობა სპიკერად მისი არჩევა. ღალიბათი 58 წლისაა, ის შეცვლის ალი ლარიჯანის, რომელიც 2008 წლის შემდეგ ედგა სათავეში ირანის პარლამენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG