Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაშვილი რესტორნის რეგულაციაზე: საჭიროება არ არის დისტანციურად გასტყორცნო კერძი სუფრაზე


რესტორნებში მომსახურების წესების შესახებ ილაპარაკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

„მიმტანების აღჭურვილობა და ჩაცმულობა არ იქნება ანალოგი იმისა, როგორც ექიმებს COVID-იან პაციენტებთან მუშაობა უწევთ. არც ამის საჭიროება არ არის, რომ დისტანციურად გასტყორცნო კერძი სუფრაზე. მომსახურება იქნება ჩვეულებრივი და არც ორკვირიანი მორიგეობის რეკომენდაცია არ არსებობს ამჟამად, ამ ეტაპზე, ამ ამ ეპიდსიტუაციისთვის. ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში სიტუაცია, იცვლება გამოცდილება, გროვდება გარკვეული მტკიცებულებები, რომელთაც ჩვენ ვიზიარებთ და შესაბამისად, აისახება რეკომენდაციებში ხოლმე. თუ რაიმე შეიცვალა, აუცილებლად გაცნობებთ", - თქვა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დაამატა: „დისტანცია და ნიღაბი - ეს იქნება მთავარი მოთხოვნა“.

8 ივნისიდან საქართველოში მუშაობის განახლებას შეძლებს ყველა ტიპის რესტორანი, ნაწილი, რომელსაც ღია სივრცე აქვს, სტუმრების მიღება 1 ივნისიდანვე შეუძლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG