Accessibility links

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მის კანდიდატურას პლენუმზე მყოფი 21 მოსამართლიდან მხარი 19-მა დაუჭირა. ვასილ როინიშვილი თავადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

"მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა არა პრივილეგია, არამედ ვალდებულებაა, რომ არაფერი გააფუჭო. მე რამ გადამაწყვეტინა, შემოთავაზების შემდეგ ამაზე საუბარი იყო პლენუმზეც“, - თქვა ვასილ როინიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG