Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დაფინანსებას. მისი თქმით, WHO-მ ვერ შეძლო თავისი ამოცანის შესრულება კორონავირუსთან ბრძოლაში, ვინაიდან ეს მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის სრულ კონტროლქვეშაა.

ტრამპის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ უგულებელყო თავისი ვალდებულებები და ზეწოლა მოახდინა WHO-ზე, რათა მას მთელი მსოფლიო შეცდომაში შეეყვანა ახალი კორონავირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებით.

აშშ-ის შენატანი WHO-ს ბიუჯეტში 450 მილიონი დოლარია. მაშინ, როცა ჩინეთისა - დაახლოებით 40 მილიონი, აღნიშნა ტრამპმა.

აშშ WHO-ის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. როგორც ვარაუდობენ, ვაშინგტონის გადაწყვეტილების შედეგად ორგანიზაცია მნიშვნელოვნად დასუსტდება.

ტრამპის სიტყვებით, ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა მიმართული იქნება ჯანდაცვის სფეროში სხვა გადაუდებელი მსოფლიო ამოცანების გადასაჭრელად.

XS
SM
MD
LG