Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს დიდი შვიდეულის სამიტზე და შეიარაღების კონტროლზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და შესთავაზა წელს მოგვიანებით დიდი შვიდეულის (G7) გაფართოებული სამიტის გამართვა, რომელშიც რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას - აცხადებს კრემლი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრამპმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ შემოდგომისთვის გადადებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შეხვედრას, რომელიც მომავალ თვეში უნდა გამართულიყო, და მიიწვევს რუსეთს, ავსტრალიას, სამხრეთ კორეას და ინდოეთს.

კრემლმა 1 ივნისს განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინს აცნობა ამ წინადადების შესახებ, თუმცა კრემლს არ დაუკონკრეტებია საუბრის დეტალები ან ის, დათანხმდა თუ არა რუსეთის ლიდერი მიწვევას.

თეთრმა სახლმა დაადასტურა სატელეფონო საუბრის გამართვა და განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა "განიხილა პროგრესი დიდი შვიდეულის სამიტის გამართვის თვალსაზრისით".

ტრამპმა 30 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიდი შვიდეულის ამჟამინდელი წევრების სია - რომელიც მოიცავს აშშ-ს, კანადას, გერმანიას, ბრიტანეთს, იაპონიას, იტალიას და საფრანგეთს - "მოძველებულია" და არ ასახავს "რაც დღეს ხდება მსოფლიოში".

რუსეთი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ამ ჯგუფის წევრი, როცა ის დიდ რვიანად იყო ცნობილი, თუმცა უკრაინასთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯების გამო ის ჯგუფიდან გარიცხეს.

ტრამპის თქმით, რუსეთის ამ ჯგუფში ყოფნა მიზანშეწონილია, "რადგან ბევრი რამ, რასაც განვიხილავთ, რუსეთთანაა კავშირში".

თეთრი სახლის თანახმად, ტრამპმა და პუტინმა ასევე განიხილეს "კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად და ეკონომიკების გახსნის მიზნით ბოლო ბერიოდში გაწეული ძალისხმევა".

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე "კიდევ ერთხელ გაიმეორა შეიარაღების ეფექტიანი კონტროლის არსებობის საჭიროება" - აცხადებს თეთრი სახლი.

პუტინმა ტრამპს მადლობა გადაუხადა ამერიკული სუნთქვის აპარატების მიწოდებისთვის და მიულოცა კერძო კომპანიის, SpaceX-ის რაკეტით ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში გაფრენა - იუწყება კრემლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG