Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​მერია ადასტურებს, რომ კორპუსის მშენებლობის უფლება გაზგასამართი სადგურის აშენების შემდეგ გასცეს


თბილისის მერია ადასტურებს, რომ საბურთალოზე აფეთქებული გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ კორპუსის აშენების უფლება სადგურის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ გასცეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მერიის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს.

"კორპუსის, რომელიც აფეთქების შედეგად დაზიანდა, აშენების პირველი ეტაპის უფლება 2014 წელს გაიცა [გაზგასამართი სადგურის აშენების შემდეგ]", - აღნიშნეს არქიტექტურის სამსახურში, სადაც დამატებით კითხვებზე პასუხი ჯერ არ აქვთ.

თავად ბენზინგასამართი სადგურის დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უსაფრთხოების წესები თბილისის მერიას კორპუსის აშენების ნებართვის გაცემის დროს უნდა გაეთვალისწინებინა.

თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური 1 ივნისს ღამით, დაახლოებით 22 საათზე აფეთქდა, დაშავდა ერთი ადამიანი. გარდა ამისა, მიმდებარე ახალაშენებულ კორპუსში ჩაიმსხვრა მინებიც. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG