Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მიწვეულია მოსკოვში სამხედრო აღლუმზე


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მიმდინარე თვეში მოსკოვში დანიშნულ სამხედრო აღლუმზე მიიწვია აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს თანახმად, შოიგუ ამ მიწვევით გამოვიდა 2 ივნისს გამართულ სატელეფონო საუბარში, თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, დათანხმდა თუ არა ესპერი მიპატიჟებას.

მოსკოვის წითელ მოედანზე 24 ივნისს არის დანიშნული აღლუმი, რომლითაც უნდა აღნიშნონ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავი. რუსეთში ეს დღე, ტრადიციულად, 9 მაისს აღინიშნება ხოლმე, მაგრამ წელს მასშტაბური ღონისძიებები გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელიც კვლავაც ინფიცირების ათასობით შემთხვევას იწვევს ყოველდღიურად.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კავშირები დაძაბული რჩება რამდენიმე საკითხის, მათ შორის, სირიისა და უკრაინის კონფლიქტების გარშემო.

სატელეფონო საუბარში შოიგუმ და ესპერმა განიხილეს შეიარაღების კონტროლი და თანამშრომლობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

XS
SM
MD
LG