Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელოს“ თბილისის ნაძალადევის ოფისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 


4 ივნისს დილით პოლიტიკური მოძრაობა“ ლელო საქართველოსთვის“ თბილისის, ნაძალადევის ოფისი ორგანიზაციის თანამშრომლებს გატეხილი დახვდათ. ამის თაობაზე პოლიციას ოფისის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა შეატყობინა. მისი თქმით, დაზიანებული იყო ოფისის მთავარი კარის საკეტის კარი, გატეხილი იყო ბოქლომი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით დაიწყო.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველადი დათვალიერებით ოფისიდან წაღებული არაფერია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ოფისში შეღწევის ფაქტს:

„წაღებული არაფერია, არეულ-დარეულობა არ იყო, მაგრამ შესაძლოა შევიდნენ სხვა საქმისთვის- ან ინფორმაცია აიღეს კომპიუტერიდან, ან არ ვიცი, ბევრი ვარაუდია, მაგრამ ესე გადაჭრით ვერ ვიტყვით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შიგნით ვინმე შევიდა თუ არა, მაგრამ ფაქტია, ბოქლომი გატეხეს. ის ბოქლომი იმიტომ მქონდა, რომ არ ვენდობოდი საკეტს“-, განაცხადა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განაცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ნაძალადევის ოფისის წევრებს აქტიურად დაჰყვებიან, უთვალთვალებენ.

"არავის ვაბრალებ ოფისის ბოქლომის გატეხვას, მაგრამ ყველა წინა არჩევნებში მრავალჯერ ვნახეთ, რომ ოცნება აქტიურად იყენებს კრიმინალებს და არაფერი ამ ხელისუფლებისგან გამორიცხული არ არის." - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

XS
SM
MD
LG