Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ბრალდებებს პასუხობს


ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში პასუხობს უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშჩენკოს ბრალდებას. გერაშჩენკოს განცხადებით, უკრაინაში პოლიციის რეფორმის წარუმატებლობა ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსის, ხატია დეკანოიძის ბრალია.

„უკრაინელები პოლიციის რეფორმას ყველაზე ჩავარდნილ რეფორმას უწოდებენ. ფაქტობრივად, კანონის უზენაესობის რეფორმირება უკრაინაში არ მომხდარა. ამიტომ ეს გადმობრალება ჩემზე, არის იმის გამოძახილი, რომ უკრაინელები ითხოვენ ძალიან ღია პასუხებს და მოითხოვენ შს მინისტრის არსენ ავაკოვის გადადგომას, რომელიც 6 წელია შეუცვლელი მინისტრია. როდესაც არ აქვთ პასუხები, ცდილობენ წარუმატებლობა სხვას გადააბრალონ“, - ეუბნება ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლებას.

მისი სიტყვებით, უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე მიმართა რადას და მიწვევის შემთხვევაში მზადაა, ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშჩენკო თვლის, რომ ხატია დეკანონიძის მიერ ორგანიზებულმა ატესტაციამ გამოიწვია პოლიციის დაშლა და, მათ შორის, არ მოუტანია არავითარი შედეგი.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში მილიციის სისტემიდან გათავისუფლებული სამართალდამცველების 93% სასამართლოს გზით აღადგინეს და დღეს ისევ პოლიციაში მუშაობენ.

ხატია დეკანოიძეს 2015-2016 წლებში ეკავა უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის პოსტი.

დეკანოიძე ამჟამად საქართველოში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია.

ასევე ნახეთ: არსენ ავაკოვის მოადგილე ხატია დეკანოიძეს ადანაშაულებს პოლიციის რეფორმის წარუმატებლობაში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG