Accessibility links

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა - სამივე იმპორტირებულია


6 ივნისს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან სამივე იმპორტირებულია - 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი კარანტინში იმყოფებოდა, - უთხრა ჟურნალისტებს ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი ცნობით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 5 პაცინეტი გამოჯანმრთლედა. მკურნალობას აგრძელებს 49 პაციენტი. კლინიკაში მძიმე პაციენტები აღარ არიან.

6 ივნისისთვის საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 808 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 663 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 13. კარანტინის რეჟიმში 2 955 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG