Accessibility links

დააკავეს 20 წლის მოქალაქე, რომელმაც 25 ადამიანს „ფეისბუკზე“ 27 ათასი ლარი დასტყუა


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს 2000 წელს დაბადებული მოქალაქე. გამოძიების ცნობით, მან 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში უნებართვოდ შეაღწია მოქალაქეების „ფეისბუკგვერდებზე“ და მათ მეგობრებს მოტყუებით ჩაარიცხვინა სხვადასხვა ოდენობის თანხა. ის ასევე დაეუფლა რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და იქ არსებული თანხები საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა. ჯამში მას 25 მოქალაქის კუთვნილი 27 546 ლარის მითვისება ედება ბრალად. დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG