Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ათი ათასობით მოქალაქე შეუერთდა რასიზმის და საპოლიციო სისასტიკის საწინააღმდეგო აქციებს


აშშ-ში მეთორმეტე დღეა ათიათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში საპოლიციო სისასტიკის და რასობრივი უთანასწორობის საწინააღმდეგო აციებზე.

დედაქალაქ ვაშინგტონში 6 ივნისს ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა 25 მაისის შემდეგ - დღის, როცა შავკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი, მინეაპოლისში პოლიციელთა ხელში დაიღუპა დაკავებისას. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, ხელში ეჭირათ პლაკატები, გამოდიოდნენ სიტყვით. მერმა მიურიელ ბაუსერმა აპლოდისმენტები დაიმსახურა თეთრ სახლთან აქციაზე მისვლისას, სადაც მან ერთი დღით ადრე მოედანს სიმბოლურად უწოდა სახელი "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია".

მასობრივი აქციები გაიმართა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, სიეტლში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში, დემონსტრანტები ცვლილებების მოთხოვნით გამოდიოდნენ.

შედარებით მცირე ზომის აქციები შედგა პატარა ქალაქებში, სოფლებსა და ქალაქების გარეუბნებში.

ეს აქციები ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივია დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში და ემთხვევა პერიოდს, როცა ადმინისტრაციას ისედაც უჭირს გამკლავება კორონავირუსის ეპიდემიასა და მის ეკონომიკურ შედეგებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG