Accessibility links

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა მსოფლიოში 400 000-ს გადააჭარბა


მსოფლიოს გარშემო კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 400,000-ს ადამიანს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7 მილიონს მიაღწია.

ეპიდემია კვლავაც ინტენსიურ ფაზაშია ლათინურ ამერიკაში, ინდოეთი და ინდონეზია ინფიცირების შემთხვევების მატებაზე აცხადებენ, ხოლო აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, 7 ივნისისთვის COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 400,013-ია, დიაგნოზი კი 6,9 მილიონ ადამიანს დაუსვეს.

ევროპაში ბევრი ქვეყანა, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო, უკვე რამდენიმე კვირაა ეტაპობრივად ხსნის ეკონომიკებს და საზღვრებს.

ჩინეთში, სადაც ვირუსი შარშან პირველად გაჩნდა, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა არსებობს ეჭვები მონაცემების სანდოობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG