Accessibility links

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა საჩივარი შეიტანა ოპოზიციონერი ნავალნის წინააღმდეგ


რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა მაუწყებელმა, RT-მა, საჩივარი შეიტანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის და კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ და აცხადებს, რომ მან კომპანიის ბიზნესრეპუტაცია შელახა.

ნავალნიმ ტვიტერზე გამოაქვეყნა საჩივრის შესახებ შეტყობინების ასლი.

ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი, ლიუბოვ სობოლი და ახალი ამბების ვებსაიტი Znak.com საჩივარში ასევე განსასჯელებად არიან მოხსენიებულნი.

შეტყობინების თანახმად, მოსკოვის სააბიტრაჟო სასამართლომ საჩივარში დაუკონკრეტებელი "შეცდომები" აღმოაჩინა და RT-ს დრო მისცა მათ გამოსასწორებლად.

ნავალნიმ და მისმა ფონდმა ბოლო თვეებში რამდენიმე მასალა გამოაქვეყნეს RT-ისა და მისი მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის შესახებ. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელმა წერილმა გამოიწვია საჩივრის შეტანა.

პუბლიკაციათა ნაწილი აღწერდა სხვადასხვა საშუალებას, რომლითაც RT, უწინ "რაშა თუდეი", ზრდის მნახველთა რაოდენობას თავის YouTube-ის პლატფორმაზე. სხვა სტატიებში იმაზე იყო ლაპარაკი, რომ RT არაეფექტიანია და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტს ფლანგავს. ნავალნის ფონდი RT-ს არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონმდებლობის დარღვევაშიც ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG