Accessibility links

რუსეთში 467,000-ს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორნავირუსით ინფიცირების კიდევ 8,984 შემთხევა გამოვლინდა, რის შემდეგაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 467,673 ადამიანს აღწევს, დაღუპულია 5,859 ადამიანი.

სახელმწიფო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს რუსეთის მთავარ რაბინს, ბერელ ლაზარს, და ის მკურნალობას გადის. "მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - წერს ლაზარის პრესსამდივნო.

იმის გამო, რომ ყოველდღიური შემთხვევები მკვეთრად აღარ იმატებს, რუსეთის მთავრობამ დაიწყო აპრილში შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება. ამ ზომებმა მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, რომელსაც, ექსპერტთა ვარაუდით, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეკვეცა ემუქრება.

რუსეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემს დაღუპულთა შესახებ ბევრი ეჭვქვეშ აყენებს და ვარაუდობს, რომ რეალური სურათი გაცილებით მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG