Accessibility links

საქართველოში დაბრუნდა ტყვეობიდან გათავისუფლებული 9 მეზღვაური


სამშობლოში დაბრუნებული მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები

ნიგერიაში, მეკობრეთა 21-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები თბილისში ლაგოსიდან სპეცრეისით ჩამოფრინდნენ. 30 აპრილს გემიდან გატაცებული 9 ქართველი და 1 უკრაინელი მეზღვაური გამტაცებლებმა 21 მაისს, საღამოს გაათავისუფლეს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გამტაცებლებთან მოლაპარაკებებში ბერძნულმა გემთმფლობელმა კომპანიამაც აქტიური მონაწილეობა მიიღო.

ამავე თემაზე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG