Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტი: კოსოვოს მხრიდან გადასახადების მოხსნა აჩენს მოლაპარაკების საშუალებას


ალექსანდარ ვუჩიჩი
ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბიის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ფრთხილი ოპტიმიზმით ისაუბრა, რომ შესაძლოა განახლდეს კოსოვოსთან მოლაპარაკება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 6 ივნისს კოსოვოს მთავრობამ მოხსნა სერბიისთვის დაწესებული ყველა სავაჭრო ბარიერი.

რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ვუჩიჩმა თქვა, კოსოვოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი აჩენს მოლაპარაკების განახლების საშუალებასო. "ეს შექმნის გარკვეულ ჩარჩოს, რათა ჩვენმა ბიზნესწრეებმა გაცილებით უკეთ შეძლონ თანამშრომლობა" - თქვა მან და დასძინა: "რა თქმა უნდა, ეს გააჩენს ჩვენს შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობას".

კოსოვო უწინ სერბიის პროვინცია იყო და შემდეგ, 2008 წელს, ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ბელგრადს ეს ნაბიჯი არ უღიარებია.

ბელგრადი და პრიშტინა შეთანხმდნენ, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ ევროკავშირის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებაში, რომელიც მიზნად დაისახავდა ურთიერთობის ნორმალიზებას. კოსოვომ სერბიას სავაჭრო სანქციები პირველად 2018 წლის ნოემბერში დაუწესა, როგორც საპასუხო ნაბიჯი ბელგრადის დიპლომატიურ კამპანიაზე ქვეყნებს უკან წაეღოთ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება.

ვუჩიჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელს, მიროსლავ ლაიჩაკს ბელგრადსა და პრიშტინაში ელიან სერბიაში 21 ივნისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებიდან მალე. თუმცა, ვუჩიჩი ამბობს, რომ, მისი მოლოდინით, მოლაპარაკება არ მოიტანს სერბიის მხრიდან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG