Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ განიკურნა კორონავირუსისგან


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან განიკურნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ თავად პრემიერ-მინისტრი წერს:

„რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უნდა გადავხედოთ ჩვენი ინფიცირების ვადებსა და გარემოებებს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია, რომ ჩვენ ყველანი ჯანმრთელები ვართ და იმუნიტეტი გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის წინ განაცხადა. მას კორონავირუსი ტესტირების შედეგად 31 მაისს დაუდასტურდა. მისი და მისი ოჯახის წევრების დაავადება პრაქტიკულად სიმპტომების გარეშე წარიმართა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 11 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 211-ია. ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 195 ადამიანით გაიზარდა და 13 325 შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG