Accessibility links

ლაშა ბაქრაძემ დატოვა პარტია „ლელო“


პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ. ამის შესახებ ის „ფეისბუკზე“ წერს: „მივიღე გადაწყვეტილება „ლელოს" რიგებიდან გამოსვლის შესახებ. არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით. სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ - თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე. ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და „იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო" მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა „ჩარევა სასურველია". ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას“.

ბაქრაძის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ. მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია და რომ ბავშვი დედამ და მამამ, ოჯახმა უნდა გაზარდოს. ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა: „ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. ის თუ რაღაც გადახრები ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონი არ სრულდება. ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, რომ ეს კანონით დარეგულირებულია, კონსტიტუციაში კარგად არის გაწერილი“.

შეკითხვაზე, არ ირღვევა უმცირესობების უფლებები? ხაზარაძემ უპასუხა: „ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავისი ასე ვთქვათ რაღაც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG