Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძის ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს, შემაკავებელი ორდერის დარღვევის საქმეზე ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიაწოდეს.

სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე სხდომა 4 ივნისს გაიმართა.

"პატიმრობა შეეფარდა ოჯახის წევრის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო", - აცხადებენ პრესსამსახურში.

სოფო კილაძეზე ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. თავად დეპუტატი ძალადობის ფაქტს ადასტურებდა.

XS
SM
MD
LG