Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შეამსუბუქა სასაზღვრო შეზღუდვები და საკარანტინო ზომები გააუქმა მოსკოვში


რუსეთის ხელისუფლების თქმით, ქვეყანამ შეამსუბუქა სასაზღვრო შეზღუდვები და საკარანტინო ზომები გააუქმა მოსკოვში. ამგვარად, რუსეთის დედაქალაქი უკანასკნელი ადგილია, სადაც შეწყდა კორონავირუსთან დაკავშირებით ორ თვეზე მეტი ხნის წინ შემოღებული მკაცრი ზომები.

პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ბრძანებულებით, 9 ივნისიდან რუსეთში ხალხს უფლება აქვს უცხოეთში იმგზავროს ავადმყოფი ნათესავების მოსავლელად, სამსახურთან დაკავშირებით, განათლებისთვის ან მკურნალობისთვის.

უცხოელებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აქვთ ნათესავების მოსავლელად ან სამკურნალოდ, დასძინა მიშუსტინმა.

მოსკოვის მცხოვრებლებს სპეციალური საშვები აღარ სჭირდებათ ქალაქში გადაადგილებისთვის.

9 ივნისისთვის რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 484 ათასს გადააჭარბა, რაც მსოფლიოში მესამე მაჩვენებელია აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ. გარდაცვლილია 6133 პაციენტი.

XS
SM
MD
LG