Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა კვლავ უარი განაცხადა START-ის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჰუა ჩუნინი
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჰუა ჩუნინი

ჩინეთმა კვლავ უარი განაცხადა, მონაწილეობა მიიღოს განიარაღების შესახებ სამმხრივ მოლაპარაკებებში აშშ-სთან და რუსეთთან ერთად, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ. აშშ-რუსეთის მოლაპარაკება ვენაში გაიმართება 22 ივნისს.

აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი შეძლებს დაარწმუნოს ჩინეთი, შეუერთდეს სამ ქვეყანაში ბირთვული არსენალის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებებს.

მაგრამ 10 ივნისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ პეკინს არ შეუცვლია პოზიცია და არ აპირებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის START-ის სახელწოდებით მიღწეული შეთანხმების მოქმედების ვადა 2021 წლის თებერვალში იწურება.

მოსკოვი ესწრაფვის ხელშეკრულების ვადის კიდევ ხუთი წლით გაგრძელებას, ვაშინგტონი წინააღმდეგია და, თავის მხრივ, აუცილებლად მიიჩნევს, რომ შეთანხმება გავრცელდეს ჩინეთზეც. პეკინი, რომლის ბირთვული არსენალი შეუდარებლად მცირეა აშშ-ისა და რუსეთის სტრატეგიულ შეიარაღებასთან შედარებით, არ არის დაინტერესებული მსგავს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG