Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა


სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ანრი კილაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, ეს ინფორმაცია მათთვის დღეს, 10 ივნისს გახდა ცნობილი, ინფიცირებულს კი ტესტი გუშინ ჩაუტარდა.

"ბოლო ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით დისტანციურად, ის ბოლოს ოფისში მოვიდა 27 მაისს, როცა სულ 5 თანამშრომელი იყო ოფისში. ის არ შემოუშვეს ოფისში, რადგან ტემპერატურა ჰქონდა", - ამბობს კილაძე.

მისივე თქმით, ყველა მათ თანამშრომელს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ და ვირუსი არ დაუდასტურდათ. ისვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ინფიცირებულის კონტაქტების მოძიების პროცესი მიმდინარეობს და არც ინფიცირების წყარო დადგენილა.

ბოლო მონაცემებით, ვირუსი საქართველოში 823 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 690 განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG