Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი კონგრესმენების შეფასებაზე: პარტნიორები პოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის მოხსენიება რუსეთის ინტერესების გამტარებლად რეგიონში, ცვლილებების საჭიროებას ნიშნავს:

„ის, რომ ამ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი არის მოხსენიებული პირდაპირ, როგორც რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე რეგიონში, ნიშნავს ერთადერთ რამეს. რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც რეალურად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე და ჩამოეხსნას რუსეთის რეგიონალურ გავლენის სფეროს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შემდეგ უკვე უპირობოდ მიიღოს ამ არჩევნების შედეგები:

„წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ს კონგრესის მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს და არამხოლოდ პოლიტიკურ მომავალს. ამიტომ, დღეს არჩევანი არის ივანიშვილის ხელში“, - უთხრა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ მიიჩნევს.

ამის შესახებ საუბარია 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც გლობალური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება. ხელმომწერებს შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG