Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატო წერეთელი სანაიასა და ჟიჟილაშვილზე: უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში


„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი ეხმაურება „პილიტმეტრის“ ავტორების ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის ტელეარხიდან წასვლას.

„ეკრანიდან არ გამიგია, რომ „პოლიტმეტრი“ ტოვებდა „ტვ პირველს", თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ „ფორმულაზე". მე კი ველოდები ახალ შემოტევებს „ტვ პირველის" წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს“, - წერს ვატო წერეთელი „ფეისბუკზე“.

ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ არხიდან წასვლის შესახებ თქვეს „ტვ პირველის“ ეთერში გასული მათი ბოლო გადაცემის დასასრულს.

„ძალიან მარტივად და გულწრფელად, რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით", - აღნიშნა ჟიჟილაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG