Accessibility links

ბრიტანეთის დედოფლის დაბადების დღე კორონავირუსის გამო მოკრძალებულად აღნიშნეს


დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის 94-ე დაბადების დღე შაბათს, ტრადიციების დარღვევით, სამხედრო აღლუმის გარეშე, ბუკინგემის სასახლის ნაცვლად, უინძორების სასახლეში გაიმართა.

კორონავირუსის პანდემიის გამო 94 წლის დედოფალი თავის 99 წლის მეუღლესთან ერთად უინძორების სასახლეში თვითიზოლაციაში იმყოფება.

დედოფლის საპატივცემულოდ სასახლის ეზოში, სოციალური დისტანციის დაცვით, პოლკმა მარშით ჩაიარა. ცერემონიას სტუმრები და მაყურებლები არ დასწრებიან.

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ უინძორების სასახლეში თავისი ოფიციალური დაბადების დღე პირველად აღნიშნა. მსგავსი ღონისძიება სასახლეში ბოლოს 1895 წელს, დედოფალ ვიქტორიას დროს გაიმართა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალს დაბადების დღე 21 აპრილს აქვს, თუმცა ტრადიციულად მისი დაბადების დღე საჯაროდ ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG