Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთში ჩავლენ


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავლენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ მოკლე ცნობაში ნათქვამია, რომ თურქეთში რუსი მინისტრები „გამართავენ კონსულტაციებს ორმხრივ საინტერესო რეგიონული პრობლემების გარშემო“.

იმასვე იმეორებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც რუსეთი და თურქეთი სხვადასხვა მხარეს არიან.

ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები არიან გაეროს მიერ აღიარებული, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან მართავს ქვეყნის ნაწილს, და ქალაქ ტორბუკში დაფუძნებული პარლამენტი და შეიარაღებული მეამბოხეები გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. გენერალ ჰაფტარს ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერენ რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო, ხოლო სარაჯის მთავრობას - თურქეთი.

თურქეთის სახელმწიფო ტელეკომპანია TRT-ს ცნობით, შეხვედრების დროს მხარეები ასევე განიხილავენ ვითარებას სირიის პროვინცია იდლიბში მეამბოხეების კონტროლქვეშ არსებულ ბოლო ფორპოსტთან დაკავშირებით.

თებერვალში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონ იდლიბში სამხედრო ოპერაცია "დროის საკითხია", თუკი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები არ გავლენ თურქეთის სამხედრო ნაწილების უკანა პოზიციებიდან - რასაც მოსკოვის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG