Accessibility links

ნატოს ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო ოპერაციიდან 21 წელიწადი გავიდა


21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატოს ლიდერობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციური ძალები (KFOR) 1999 წელს ყოფილი იუგოსლავიის რეგიონ კოსოვოში შევიდნენ სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

გაეროს 1244 რეზოლუციის საფუძველზე ამჟამად დამოუკიდებელ კოსოვოში სამშვიდობო მისიას აგრძელებს ნატოსა და პარტნიორი 27 ქვეყნის 3400 სამხედრო მოსამსახურე.

ნატოს ძალების ამჟამინდელი მისია მდგომარეობს სტაბილურობის შენარჩუნებასა და ევროკავშირის შუამავლობით ბელგრადსა და პრიშტინს შორის დიალოგის ხელშეწყობაში, - ნათქვამია ნატოს საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-ს პირველივე სამშვიდობო მისიაში - „კოსოვოს ძალები“ (KFOR), 1999 წლის აგვისტოდან ჩაერთო. მისია კოსოვოში საომარი მოქმედებების განახლების აღკვეთას, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და გაერო-ს დროებითი ადმინისტრაციული მისიის მუშაობის ხელშეწყობას ითვალისწინებდა.

2008 წელს ქართულმა ქვედანაყოფმა კოსოვო სრულად დატოვა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მისია უდანაკარგოდ, ოცეულის 18 და ასეულის 11 როტაციით დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG