Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი


საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 20 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე დილით განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 724-მდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 15 ივნისის დილიდან 16 ივნისის 10:15 საათამდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვს არაფერი დამატებია და ისევ 879-ია.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14.

16 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2710 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.

XS
SM
MD
LG